"უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც დაუმარცხებლად აღიქმებოდა" - სალომე ზურაბიშვილი
უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მე-100 დღეს.
"100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა.
100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე", წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს სეიჭრა. რუსულ აგრესიას ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.