თეგებით ძიება

"ეს არის დიდი და ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პერიოდში" - უკრაინის განათლების მინისტრი საქართველოს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლების მინისტრი, სერგეი შკარლოტი მადლობას უხდის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის.

"ეს არის დიდი და ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პერიოდში. ასზე მეტმა ქვეყანამ გამოყო საგანმანათლებლო სივრცე და გახსნეს კლასები უკრაინელი ბავშვებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელისთვის. უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, რათა ეს საგანმანათლებლო პროცესი არ შეჩერდეს. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ამ მხრივ ასეთი ძლიერი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა