"გადასხმებს უკეთებენ და სულ წევს ეს იმისთვის ხდება, რომ რომ გააძლებინონ" - გიული ალასანია სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედა გიული ალასანია მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
ალასანია აცხადებს რომ კლინიკაში პაციენტის სათანადო მკურნალობა ვერ ხდება და მთავარ მოთხოვნად ისევ საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანას ასახელებს.
"გადასხმებს უკეთებენ და სულ წევს. ძალიან სუსტადაა. ეს არ არის მკურნალობა, ეს იმისთვის არის, რომ გააძლებინონ". - ამბობს გიული ალასანია.