თეგებით ძიება

"მამუკამ კიდევ ერთხელ ანახა ქართველი მებრძოლების ფასი ამ ომში" - ქართველი მებრძოლი მედლით პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა

ფეისბუკგვერდი "მარკსმენი" პოსტს ავრცელებს, სადაც წერია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მამაცობისთვის მედლით პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა.

"ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მედლით პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა.

მამუკამ სევეროდონეცკში მიმდინარე შეტაკებისას კიდევ ერთხელ ანახა ქართველი მებრძოლების ფასი ამ ომში და ასახელა სრულიად საქართველო, როდესაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა დაჭრილები ბრძოლის ველიდან და დაიბრუნა დაღუპული უკრაინელი სპეცრაზმელის ცხედარი.
ქართველები ყოველთვის იტყვიან თავიანთ სათქმელს იქ, სადაც ჩვენს ძმებს დახმარება სჭირდებათ", - წერს "მარკსმენი".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა