თეგებით ძიება

"იყავით მართალნი თქვენს წინაშე, მართალნი თქვენი სინდისის წინაშე" - ნიკოლოზ სააკაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს მიმართავს:

"საქართველო მართლაც უნიკალური ქვეყანაა,აქ ყველამ ყველაფერი იცის.საექიმო საქმიანობაშიც კი ურცხვად ერევა ყველა,დიაგნოზის შეფასებაც იციან,შეუძლიათ გადაწყვიტონ თავისი"ერუდიციის"ფარგლებში,სად რისი მკურნალობაა პაციენტისთვის მისაღები,ამაში "დარბაისლურად",სერიოზული სახეებით,დინჯი საუბრებით ერევიან პოლიტიკოსები,იურიდიული პროფილის საჯარო მოხელეები(მათ ხომ ყველაფერი იციან).

ადამიანებო გაანალიზეთ ამ პირების გამონათქვამები და უცებ მიხვდებით,რომ ყველა მათი განცხადება,ქილიკით თუ "სერიოზული" სახით ემსახურება ერთ მიზანს მოახდინონ მათთვის მისაღები გადაწყვეტილებების თავზე მოხვევა სასამართლოზე და ზეგავლენა ზოგიერთი მედიკოსსზე (ხაზს ვუსვამ ყველაზე არა,ღმერთმა დაგვიფაროს).ასევე საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე,იაფფასიანი ზეწოლითმოგიწოდებთ იყავით მართალნი თქვენს წინაშე,მართალნი თქვენი სინდისის წინაშე“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა