"ჩვენმა მთავრობა დაამტკიცა, რომ პირწმინდად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“ - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა პირწმინდად ასრულებს ხალხის დაკვეთას.
"დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობა დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირწმინდად, პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, არათუ ევროკავშირი, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. სწორედ ქართული ოცნების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის“, - აცხადებს პრემიერი.