თეგებით ძიება

“ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს” - ვის შესახებ საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტარ, ვახტანგ მეგრელიშვილს აკრიტიკებს.

"ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს.

სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ.

მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაგ ადამიანმა ხელში ძალაუფლება ვეღარასოდეს ჩაიგდოს.
მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი წესებით!

ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და არა ოლიგარქის ჯიბეში ჩადებულმა სასამართლომ და მეგრელიშვილის მსგავსმა სამარცხვინო, უპრინციპო, უსამართლო და უღირსმა სვავებმა.

p.s. არ გამოვრიცხავ სააკაშვილმა ეს თავად ქნას, მაგრამ ესეც უსამართლობის შედეგი იქნება და ამ ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება.

ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ სამართლიანი სისტემები არ შევქმენით“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა