თეგებით ძიება

"როგორ უნდა ბედავდეს ვიღაც ბნელი იდიოტი ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე გაქაჩვას "შენმა ძმამ ერეკლეს როგორ შეაგინა" მოტივით?" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"აგრესიული და დაკომპლექსებული ერთუჯრედიანი ბნელების გაგულავება და მათი მიქსევა პოლიტიკურ ოპონენტებსა და უმცირესობებზე არის ამ ხელისუფლების სისტემური დანაშაული. ეს არ არის ცალკეული რეციდივები და "ფაშისტები ყველგან არიან" ვარიანტი. ეს არის სახელმწიფოს მიერ ნაკვები, დაგეშილი და წახალისებული ბრბო, გარეჯი საქართველოას თუ ერეკლე მეფის შეურაცხყოფისგან დაცვის ტიპის კამპანიებით, 5 ივლისს მოწყობილი ძალადობის გამო დაუსჯელობით და ზოგადად ზიზღის და სიძულვილის ატმოსფეროს მიზანმიმართული გაღვივებით.
როგორ უნდა ბედავდეს ვიღაც ბნელი იდიოტი ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე გაქაჩვას "შენმა ძმამ ერეკლეს როგორ შეაგინა" მოტივით? ეს ხომ თუ წყნარად და რაციონალურად შევხედავთ, სუფთა სიგიჟეა? როგორ და იმედი აქვს რომ ხელს არ ახლებენ, ან თუ ფორმალურად მაინც მოკითხავენ რამეს, უპატრონოდ და უყურადღებოდ არ დატოვებენ.
სხვების არ ვიცი და მე პირადად მიმაჩნია, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება (და ის აუცილებლად შეიცვლება მაქსიმუმ 2024 წელს), აი ამგვარი ნაძირლური კამპანიების სულისჩამდგემელებს და განმახორციელებს ყველაზე მკაცრად უნდა მოეთხოვოთ პასუხი. მანამდე კი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ახლაც და ამ რთულ პირობებშიც მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ და ვაიძულოთ ხელისუფლება რაღაც ზომები მაინც მიიღოს თავისივე აშვებული ბიდლოს წინააღმდეგ", - წერს ზურაბიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა