თეგებით ძიება

"თავს ვერ ვპატიობ, აქამდე რომ პირობა ვერ შეგისრულეთ.. მაპატიეთ" - გურამ ოდიშარია თემურ ჩხეიძეს

მწერალი, გურამ ოდიშარია, აწ უკვე გარდაცვლილ რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიმართავს და პატიებას სთხოვს.

"ბატონო თემურ,
თქვენი გარდაცვალების ამბავმა თავზარი დამცა. წამიერად გავბრაზდი კიდეც - თავს რატომ ვერ გაუფრთხილდა-მეთქი! თქვენისთანა ადამიანები 100 წელზე მეტ ხანს უნდა ცოცხლობდნენ!
განა მარტო სამშობლოს? პლანეტას დააკლდით. თქვენი მსგავსები კაცობრიობის ორ პროცენტს მაინც რომ შეადგენდნენ, დედამიწაზე სრული ჰარმონია და მშვიდობა დაიდებდა ბინას.
გავა დრო და, შეიძლება, მომავალმა თაობებმა ვერც დაიჯერონ, რომ თქვენისთანა სულიერების კაცი ცხოვრობდა ჩვენ შორის ასე უცნაურად აჭრილ დროში.
ისე ადიხართ ჩვენ მარადიულ ზეციურ სახლში, რომ აქ, მიწაზე, არავისთვის გიტკენიათ გული, არავისთვის გიკადრებიათ ერთი მოუხეშო სიტყვაც კი. ყველას გაუფრთხილდით და უმფარველეთ, სათუთი, კეთილი სიტყვის ძალის მცოდნევ, თანაგრძნობის დიდოსტატო, ყოველისმიმტევებელო და ყოვლისგამგებო... ავის მოსურნეებსაც ღიმილით სიყვარულს რომ უნაწილებდით.
ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც თქვენისთანა სინდისის ადამიანებს უკვე სანთლითაც ვერ მოვძებნით. და აი, თქვენც დაგვტოვეთ. უთქვენოდ ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან დიდი სიცარიელე ისადგურებს უკვე თქვენ ნაცვლად, თუმცა მემკვიდრეობად სინათლე, სიმშვიდე და სითბო დაგვიტოვეთ თქვენ უშესანიშნავეს შემოქმედებასთან ერთად.
თავს ვერ ვპატიობ, აქამდე რომ პირობა ვერ შეგისრულეთ - ახალი პიესა ხომ დიდი ხნის წინ უნდა დამესრულებინა. სულ ახლახან დავთქვით კიდეც - ჯერ თქვენთან შევხვდებოდით, შემდეგ - ჩემთან...
მაპატიეთ, მაესტრო, დღეს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს... ჩვენი საუბარი სხვა დროისთვის უნდა გადავდოთ...", - წერს ოდიშარია.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, თემურ ჩხეიძე 79 წლის ასაკში, 5 ივნისს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა