თეგებით ძიება

"ბატონო პრემიერო! ქვეყანაში საბოტაჟია!… მორჩით ტერორს!” - ლალი მოროშკინა ირაკლი ღარიბაშვილს

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და საგადასახადო და შრომის ინსპექციის მხრიდან არსებულ საბოტაჟზე საუბრობს.

ის პრემიერს ამ საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ბატონო პრემიერო! ქვეყანაში საბოტაჟია! მივმართავ საგადასახადო და შრომის ინსპექციას, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოს!მორჩით ტერორს!

ის რაც ხდება სიღნაღში და მცხეთაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!

ამასთან დაკავშირებით დღეს გვექნება რადიო იმედზე და ფეიბუქსტრიმზე საგანგებო ეთერი!!!!!!!

მადონა კოიძე და მე შევცდებით ავსახოთ რეალური სიტუაცია და მოვძებნოთ გამოსავალი.

შევხვდებით

რადიო-იმედზე 14.10 წუთზე!

SOS!

არ აგარევინებთ ქვეყანას!

რატომ იქცევიან მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ფაშისტებივით?

საბოტაჟი რესტორნებსა და სასტუმროებში!

სურსათის უვნებლობა თუ მავნებლობა?

გვიყურეთ და გვისმინეთ რადიო იმედზე!", - წერს პიარტექნოლოგი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა