თეგებით ძიება

"კიტრი, პური, კარაქი, მაკარონი, ნესვიც კი აჯიკით მაყლაპეს, მაგრამ მაწონი აჯიკით გაგიგიათ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე მეგრელებზე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რა ხანია მეგრელების ალყაში პირდაპირი გაგებით გამიმწარდა ყოფა, კიტრი, პური, კარაქი, მაკარონი, ნესვიც კი აჯიკით მაყლაპეს, მაგრამ მაწონი აჯიკით გაგიგიათ? ჩემი შვილი ეკას დილის საუზმე - მაწონში ჩაათხლიშა კარგად თავმოდგმული ჩაის კოვზი აჯიკა და მარწმუნებს, მართლა პირველად გაიგეო? ჭეშმარიტება მხოლოდ ესააო. გამოვედი აგერ და ვზივარ ჩემთვის შეშინებული, სამზარეულოს არ ვეკარები, ჭეშმარიტებას ზიარება დაჟინებით რომ არ დამაძალოს", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა