თეგებით ძიება

"ხელისუფლების მოლაპარაკე არაგონიერ თავებს შორის ქართველი არესტოვიჩებიც და მოზელენსკო ტიპებიც საკმაოდ არიან!" - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს.

"შორს აღარ არის ის დრო, როცა ახალ რეალობაში
აღმოვჩნდებით! ბოლო ეტაპები მალე დასრულდება!
წლის ბოლოს ყველა კონტური ცხადად იქნება გამოკვეთილი!
გლობალურ დაპირისპირებას მთავარი რამ უდევს საფუძვლად, - რაც უყურადღებოდ რჩება საქართველოში:
დაპირისპირების მთავარი საფუძველი
ეკონომიკური ინტერესები და
200-წლოვანი დომინირებული სისტემაა, რომელსაც
მსოფლიო საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჰქონდა
აწყობილი (და არც შეიძლება სხვაგვარად ჰქონოდა,
რადგან ძალა გააჩნდა ამისათვის)!
ამ სისტემის შენარჩუნების შანსი ნულოვანია!
იმისათვის, რომ ზუსტად გაერკვეთ თუ რამ გამოიწვია
ბოლო ერთი კვირაა რიტორიკის შეცვლა და
დამოკიდებულების გამჟღავნება მიმდინარე
პროცესებისადმი (არადა, ამ ამის შესახებ გაცილებით
ადრე ვწერდი), - ს ა ჭ ი რ ო ა:

(ა) ზუსტად დააკვირდეთ ეკონომიკურ მდგომარეობას და
პროცესებს: აშშ-ში, ევროკავშირში, რუსეთსა და ჩინეთში!
(ამაზე უფრო დეტალურად დავწერ მოგვიანებით,
მაგრამ ყველაფერს განსაზღვრევს ამ ქვეყნებში არსებული
ეკონომიკური მდგომარეობა!);
ამასთან,

(1) ზუსტად არის დასანახი სანქციების შედეგები
(მოლოდინები და რაც რეალურად დადგა!).
ანალიზისთვის საუკეთესოდ გამოდგება აშშ-ს
უსერიოზულესი გამოცემები და უმაღლესი ბიზნეს-
ელიტის (მაგალითად, GP Morgan-ის უმაღლესი პირისა
თუ სხვათა შეხედულებები);

(2) გასააზრებელია სამხედრო პოტენციალის შეფასებები
დასავლურ პრესაში (რუსეთი versus ნატო) და ეს მოხდა
მხოლოდ მესამე თვის ბოლოს!
ჩემი ანალიზი გაცილებით ადრე იყო და, -
სწორად გამიგებთ, - არ ვამბობ ამას რაღაც თავმოწონების
მიზნით, - არაფრით განსხვავდება უმაღლესი რანგის
სპეციალისტების შეფასებებისგან!
ამ ყველაფრის საფუძველზე დასანახია მომავალი
გლობალური შეთანხმების კონტურები, რომელიც
ჯერ არ ჩანს, რადგან, როგორც ადრე ვწერდი, ყველაფერი ძალზე მძიმე და საშიში დაპირისპირება აშკარად დაიწყება უკრაინის მოვლენების შემდეგ.
უკრაინა?!
უკრაინა არ არის განსახილველი თემა! ეს პრაქტიკულად
დახურული თემაა! პოლიტიკური შეცდომები არასდროს
სწორდება! არასდროს!
საქართველო?!
საქართველო ბალანსირებს მარიონეტული ერთგულებისა
და ყალბი იდეოლოგიური წარსული შტამპებისა და ყალბი
იდეა-ფიქსების დონეზე, მაგრამ, ქვეცნობიერი შიში რაიმე
დაუფიქრებელი ნაბიჯისა, ხელისუფლებას აშკარად აქვს,
რაც მას აკავებს უკრაინის ტრაგედიის ფონზე.
ისე, ხელისუფლების მოლაპარაკე არაგონიერ თავებს
შორის ქართველი არესტოვიჩებიც და მოზელენსკო
ტიპებიც საკმაოდ არიან! ესაა, რომ კული ეპარებათ
და იდეოლოგიზირებულ გონებას ვერ თოკავენ!
ერთი შ ე გ ო ნ ე ბ ა:

ნებისმიერი ქართველი, რომელიც ქართული სახელმწიფოზე წინ რაიმეს აყენებს,
იდეოლოგიური დემაგოგიური შტამპები იქნება თუ
ორიენტაციული ხუნტრუცის დონეზე, ყალბი იდეა-
ფიქსებისა თუ სხვათა, რომლებსაც არანაირად უწერია
აღსრულება, - უნდა შეფასედეს როგორც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები!
თუ ხალხის წაყრუება და ყმური ერთგულება საკუთარი
თავისა და ოჯახების გამანადგურებელი ძალებისადმი
შენარჩუნებული იქნება, - არც ისე ბევრი დროა
დარჩენილი, ასე გაგრძელების შემთხვევაში,
ქართველებმა დაკარგონ ეს ქვეყანა და პირველ ეტაპზე
გადაყვანილი იქნან ეროვნულ უმცირესობაში, მერე კი
აქედანაც დაუპანჩურებენ!
აზრზე მოდით, რა ხდება!



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა