"დადასტურდა, რომ კოვიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვილების ტვინის განვითარებაზე...." - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის უარყოფით გავლენებზე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ covid-19-მა შესაძლოა, მუცლადყოფნის პერიოდში ჩვილების ტვინის განვითარებაზე მოახდინოს გავლენა.
"დადასტურდა, რომ კოვიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვილების ტვინის განვითარებაზე მუცლადყოფნის პერიოდში!
ბავშვებს უვითარდებათ ნეიროგანვითარების დარღვევების ფართო სპექტრი, რომელიც დაკავშირებულია ტვინის და ნერვული სისტემის განვითარებასთან, როგორიცაა:
აუტიზმი,
ბიპოლარული აშლილობა,
შიზოფრენია,
სწავლის სირთულეები
ცერებრალური დამბლა.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის აუცილებლობას ფეხმძიმობის პერიოდში.
კოვიდი არსად წასულა!
საქართველოში არის კოვიდის მორიგი აფეთქება და არა “სეზონური გრიპის აფეთქება”!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadz