"ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია“, ანუ კოვიდი" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "სეზონური გრიპის" სახელქვეშ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე მიანიშნებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?! რა დავაშავეთ?
????????საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვირუსს კოვიდს იმიტომ არ უწოდებენ, რომ მედპერსონალს დანამატი და კლინიკებს კოვიდდაფინანსება არ მისცენ, ეს ვიფიქროთ?
მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში...
კოვიდის სახელის ხსენება აკრძალულია, როგორც რუსეთში - ომის. რუსეთი ხომ უკრაინაში წარმოებულ ომს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს, ჩვენ კოვიდს „სეზონურ გრიპს“ ვეძახით.
გვაბოლებენ და უმრავლესობა ბოლდება. ჩემი მოწოდებაა: არ დაბოლდეთ!
ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია“ ანუ კოვიდი.
#არდაბოლდე
12/06/2022 Paris
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze