ახალი "ლიბერთი" ბიზნესისთვის
ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება.
ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა კახეთით დაიწყო და ამჯერად ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
,,ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტო, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. ვფიქრობთ, ლიბერთი ბანკის მიერ ინიცირებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. ერთის მხრივ, იზრდება ცნობადობა სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მეორეს მხრივ, მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კომერციული ბანკების, სალიზინგო კომპანიების რესურსებით და ამასთან, გამოიყენონ სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები"-თეონა ბაბუნაშვილი - ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.
სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დეტალური პირობები, მართებულად მიეწოდოს პოტენციურ ბენეფიციარებს. ასევე აუცილებელია იმ ბენეფიტების ცოდნა, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა სახელმწიფო თუ ერთობლივი პროგრამებიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, ლიბერთის ახალი ინიციატივა, დიალოგის ფორმატით ესაუბროს რეგიონებში, აგრო და მცირე მეწარმეებს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს უშუალოდ დაინტერესებული მხრიდან აღნიშნული პროექტების შესახებ უკუკავშირის მიღებას და გაგვიადვილებს არსებული პროგრამების გაუმჯობესებას“ - გიორგი ჯიბლაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
"ლიბერთისთან, 2 წელია რაც აგროდაზღვევის კუთხით დავიწყეთ თანამშრომლობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ლიბერთის მიერ რეგიონებში, პოტენციურ მსესხებლებთან და არსებულ მომხმარებლებთან ინიცირებულ ყველა შეხვედრაში. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში, განვავითაროთ აგროდაზღვევის მიმართულება და კახეთის, ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ლიბერთისთან ერთად გავაქტიურდეთ გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. ამიტომ, ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ სხვადასხვა ბიზნეს სფეროებს შორის უფრო მეტად პროდუქტიულ თანამშრომლობასა და ფერმერებისთვის როგორც სადაზღვევო, ასევე საბანკო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის უშუალო მიწოდებას შეუწყობს ხელს“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.