თეგებით ძიება

რა პირობებში უწევთ სტუდენტებს ცხოვრება? - ბაგების საერთო საცხოვრებლის შემზარავი ფოტოები

სტუდენტური მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" ბაგებში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში არსებული პირობების ფოტოებს აქვეყნებს:

"ალბათ ყველამ იხილეთ დღეს სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მინდა აღვნიშნოთ რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი:
პირველ ყოვლისა, ჩვენ გვაქვს 4 მოთხოვნა:
1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. საგამოცდო ფორმატის ცვლილება!
3. რექტორის არჩევის წესის ცვლილება!
4. ფინანსური გამჭვირვალობა!
სანამ უყურებთ როგორ დგას ბაგების საერთო საცხოვრებლის წინ სტუდენტი და საუბრობს, რომ არც ისე ცუდია, გაიხსენეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები, თუ არ გახსოვთ, თან დავურთავთ პოსტს!
გვინდა ვთქვათ, რომ დაგვიკავშირდა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი რ.მ. და შემოგვთავაზა, რომ თუ ოპოზიციის ბრალეულობას ვახსენებდით, ჩვენზე გაკეთდებოდა ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტი.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, ვგმობთ ჩვენს ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებას! პროტესტი არის დამოუკიდებელი და მოტივირებულია იმ გაუსაძლისი პირობებით, რომლებშიც სტუდენტებს უწევთ ცხოვრება!
იხილეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები!", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა პირობებში უწევთ სტუდენტებს ცხოვრება? - ბაგების საერთო საცხოვრებლის შემზარავი ფოტოები


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა