თეგებით ძიება

დღეს „ბათუმობა 2024“ აღინიშნება

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა „ბათუმობა 2024“-თან დაკავშირებით, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს უმასპინძლა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს ვუმასპინძლეთ, რომლებიც "ბათუმობის" ფარგლებში ჩვენს ქალაქს სტუმრობენ. ბათუმი განსაკუთრებული ტრადიციებით გამორჩეული, ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ლამაზდება. ჩვენს ქალაქს ყოველწლიურად ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ჩამოსულ თითოეულ ადამიანს დიდხანს გაჰყვება ამ ქალაქში მიღებული ემოციები. მადლობა მინდა გადავუხადო დელეგაციების წევრებს ჩამობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. იმედი მაქვს, რომ "ბათუმობის" სადღესასწაულო ღონისძიებებით ისიამოვნებენ როგორც ჩვენი თანაქალაქელები, ასევე, ქალაქის სტუმრები”,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, "ბათუმობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები ბულვარში საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ 27-28 აპრილს გაიმართება, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, გასტრონომიული და საბავშვო კუთხეები, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენა და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა