ევროკავშირში კოვიდ პასპორტების მოქმედება 1 წლით გაგრძელდება
ევროკავშირის ქვეყნებში კოვიდ პასპორტების მოქმედება 1 წლით გაგრძელდა. შესაბამისის გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მიიღეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენის შემთხვევაში, რომელსაც „შეშფოთების გამოწვევის“ (variant of concern), სტატუსი მიანიჭეს ევროკავშირის მოქალაქეებს გადაადგილების უპრობლემო შესაძლებლობა ჰქონდეთ.