მსოფლიოში, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მე-7 ადგილზეა - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესი იყოს დაცული, ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ინვესტორებმა.
"მსოფლიოში, საქართველო არის მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში, ბიზნესის კეთების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობები არის შექმნილი - დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატიაა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.