თეგებით ძიება
14. 06. 2022 COVID - 19

"საქართველოში მარტო “სეზონური ვირუსია!" - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ევროპაში კოვიდპასპორტებისთვის ვადის გახანგრძლივებასა და საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე წერს:

"ევროკავშირის ქვეყნებში კოვიდ პასპორტების მოქმედება 1 წლით გაგრძელდა 2023 წლის 30 ივნისამდე!
შესაბამისის გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მიიღეს.

ეს გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენის შემთხვევაში, რომელსაც „შეშფოთების გამოწვევის“ (variant of concern), სტატუსი მიანიჭეს ევროკავშირის მოქალაქეებს გადაადგილების უპრობლემო შესაძლებლობა ჰქონდეთ.

რუსეთში კოვიდი არ არის, რუსეთი ომილსაც არ აწარმოებს, მარტო სპეც ოპერაციაა!
საქართველო სად არის?! უი, ხო, საქართველოში მარტო “სეზონური ვირუსია” !
იცოდეთ: კოვიდი არსად წასულა!
#არდაბოლდე
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა