თეგებით ძიება

"უცნობი ბიჭი ამედევნა, მე-9 სართულამდე ამომყვა...სახლში შემომივარდა..." - თბილისში მანიაკი დადის?

სოციალური ქსელის მომხმარებლები ვარკეთილში მანიაკის შესაძლო არსებობის შესახებ წერენ:

"გამარჯობა
ცალ-ცალკე სკვერებში რომ საუბრობთ ვიღაც მანიაკის არსებობის შესახებ, რომელიც ბავშვებს ცუდ რაღაცებს ეუბნება, დაწერეთ კომენტარებში, ვინ რა შეამჩნიეთ და სად. ტყვილა ხოარ ჭორაობთ? ტუ დააფიქსირეთ მსგავსი და ამოიღეთ ხალხო ხმა, ვინ რა შეამჩნიეთ და სად. ტუარადა კი გაჩუმდით მაშინ. ბოლობოლო, სიმართლეა თუ ჭორი, რომ ვარკეთილში ვიღაც ავი სულის დადის....", - სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ბებო ჩიკვაიძე ფეისბუქჯგუფ "ვარკეთილში".

ამ სტატუსის ქვეშ კი დიანა ბუზარიაშვილმა მისი ისტორია გაიხსენა, რომელიც 2020 წელს გადახდა.

"2020 წლის აგვისტოში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკროში, დღის 12 საათზე რესტორან ხვანჭაკარას მიმდებარე ტერიტორიიდან უცნობი კაცი/ბიჭი ამედევნა, მეცხრე სართულამდე ამომყვა (ფეხით მსდია), სახლში რომ შევედი თურმე ნახევარ საათზე მეტხანს სადარბაზოში იდგა და კარის ე.წ. “ჭუჭრუტანაში” თუ რაცაა იქ იყურებოდა, ნაგვის გადასაყრელად რომ გავედი დამხვდა და სახლში შემომივარდა. მადლობა ღმერთს რომ პოლიციის მუქარის შეეშინდა და წავიდა. სამწუხაროდ ახალი გადასული ვიყავი და მეზობელი მეგონა თავიდან, თორემ სახლში არც მივიდოდი. ძალიან დიდხანს ვეძებთ და ვეღარ ვიპოვეთ", - დაწერა ბუზარიაშვილმა.

 "უცნობი ბიჭი ამედევნა, მე-9 სართულამდე ამომყვა...სახლში შემომივარდა..." - თბილისში მანიაკი დადის?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა