ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა - მდინარაძე მოსახლობას მიმართავს
სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერას.
მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.
"ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს - ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა.
საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!
პ. ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის…
პირიქით!!!
მხოლოდ მშვიდობით!
მხოლოდ ღირსებით!
მხოლოდ კეთილდღეობით!
მხოლოდ ევროპისკენ!“ - წერს მდინარაძე.