"ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროკავშირისგან აშორებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. დიპლომატმა ახალგაზრდებთან საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისი თქმით, დეზინფორმაცია, ცრუ ნარატივი და პროპაგანდა მიუღებელია ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ევროიკავშირის წევრობა სურს.
"ყველა ქვეყნისთვის, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა, გვაქვს გამოყოფილი ფინანსები. მაგალითად, საქართველოს 85 მლნს ვაძლევთ ყოველწლიურად, რომლის უმეტესობა საქართველოს მთავრობაში მიდის. გასულ წელს საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საიმისოდ, რომ კარი გაეღოთ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს.
მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირს აქვს. ბევრი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომელიც ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება.ცრუ ნარატივი და პროპაგანდა, დეზინფორმაცია მიუღებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში შესვლა უნდა. ეს უცნაური თეორიები ისევ გრძელდება", - თქვა ჰერჩინსკიმ.