თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი "ერთიანობის" ლიდერებს ათონელის სასახლეში ხვალ შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი "ერთიანობის" ლიდერებს ათონელს სასახლეში ხვალ შეხვდება. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სალაპარაკოდ მზად არიან, თუმცა ახლა თანამდებობების განაწილების დრო არ არის. 

"სალაპარაკოდ ყველასთვის მზად ვართ. კი ბატონო, ვისაუბროთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ ხალხს უნდა საქმე და არა თანამდებობების განაწილება. ყველაფერი უნდა გადაწყდეს 26 ოქტომბრის მერე, იმ ნდობიდან გამომდინარე, რასაც ხალხი მოგვანიჭებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს.

დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარმოუდგენია მომავალ პრემიერად სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი პოლიტიკურ ლიდერებს ათონელის სასახლეში დღის მეორე ნახევრიდან ელოდება. შაბათის ეთერში სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური წარსული არ აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა