თეგებით ძიება

"ვიხდიდი 160 ლარს ახლა 240 გახდა, ხელფასი 500 მაქვს" - რა პრობლემები შეექმნა საქართველოს ჩემპიონს ქვეყანაში რუსი ტურისტების მომრავლების შემდეგ

სპორტსმენი, ვასო იმერლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


"არასოდეს არ დამიწერია ესეთი ვრცელი პოსტი და იძულებული ვარ დავწერო .. თბილისში აღმაშენებლის 148 ნომერში არის სპორტ დარბაზი , საკმაოდ ცნობილი ჩემპიონთა აკადემია სადაც ვვარჯიშობდი 4 თვე . ვვარჯიშობდი იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ მყოფ მკლავჭიდელებთან მიწევდა ყოფნა და მათთან ერთად მიწევდა ვარჯიში რაც ჩემთვის ძალიან კარგი იყო , იდგა მკლავჭიდის მაგიდა და საკმაოდ კარგი იყო ჩემი განვითარებისთვის როგორც მოქმედი ჩემპიონი. მოგეხსენებათ მაქვს ევროპა მოგებული 3 ჯერ ხოლო მსოფლიო 2 ჯერ ვარ მრავალგზის ასევე პრიზიორი და საქართველოს 6 გზის ჩემპიონი !! ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ვინმეს თავს ვამეტებ ღმერთმა დამიფაროს , ცხოვრებაში არ გამიკეთებია მსგავსი … ამ ყველაფრის მიუხედავად ვიხდიდი 160 ლარს და ვვარჯიშობდი მხოლოდ ჩემი სპორტის მიმართულებით . ამ ბოლო პერიოდში ძალიან გადაივსო დარბაზი უცხოელებით მათ შორის რუსებით ყველაზე მეტად და წკაპ ერთ მშვენიერ დღესაც გავიგე რომ დარბაზის ულიმიტო აბონიმენტის ღირებულება გახდა 240 ლარი , ეს მხოლოდ იმათთვის ვინც ახლად მოდიოდა დარბაზში და აბონიმენტი მათ ჯერ არ ჰქონდათ შეძენილი. გადის თვენახევარი და მომდის მესიჯი მე და ყველა დანარჩენს 6ივნისიდან დარბაზის აბონიმენტის ღირებულება ხდება 240 ლარი ყველასთვის!! .. არანაირი გათვალისწინება და არაფერი .. როცა ჩემი მიღწევების მიუხედავად მიწევს 500 ლარზე მუშაობა და ჩამოსულივარ სოფლიდან, მინდა ვისწავლო ვივარჯიშო და მივხედო ჩემს მომავალს 500 ლარიდან 240 ლარი დარბაზში რატომ უნდა გადავიხადო ?? ეს ხომ ძალიან დიდი უსამართლობაა . პირდაპირ იმის მანიშნებელია რომ არავის არაფრად არ აინტერესებს სპორტსმენი . ოღონდ ბიზნესი ამუშაონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები . ძალიან განაწყენებული ვარ და არანაირ რეკომენდაციას არ ვუწევ სპორტდარბაზ ჩემპიონთა აკადემიას მითუმეტეს შიდა სამზარეულოც გავიცანი და იქაური სიტიაცია .. ეს მინდოდა მეთქვა , მადლობა ყურადღებისთვის .. წავლენ რუსებიც და მერე მოგეხაზებათ .. პს),,რაღათქმაუნდა უფროსობას მივმართავ” (CA - champions academy გმადლობთ !! ????????????????საქართველოს გაუმარჯოს", - წერს იმერლიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა