თეგებით ძიება

ნებისმიერი საეჭვო გამონაყარისას მიმართეთ ექიმს - "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით ეპიდემიოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

ეპიდემიოლოგი, მაია კაშია "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და ნებისმიერი გამონაყარის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტს ურჩევს.

როგორც კაშიამ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა არ არის და "მაიმუნის ყვავილის" ვირუსი ბევრად უფრო მარტივი სამართავი იქნება, ვიდრე კოვიდ პანდემია.

"ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა ქვეყანაში ნამდვილად არ არის, რეალურად რომ შევაფასოთ, ერთი შეხედვით საკმაოდ რთულ დაავადებად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ისეთ პანდემიას, რომელიც საკმაოდ რთულად გადაიტანა ქვეყანამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბევრად უფრო მარტივად სამართავი იქნება, ვიდრე ეს იყო კოვიდ პანდემიის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, რაც აუცილებელია საქართველოს მოსახლეობისთვის არის ის, რომ უნდა მიაქციონ ყურადღება რეკომენდაციებს. ნებისმიერი საეჭვო გამონაყარის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს და შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ინფექციის შეჩერებას. ის, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველა საეჭვო შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს", - აცხადებს მაია კაშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს, 15 ივნისს მაიმუნის ყვავილის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა