თეგებით ძიება

"გამაგრდი, გიორგი" - გოჩოლეიშვილს, პატარა ვაჟის ავადმყოფობის გამო, თანადგომას დანიური კლუბიც უცხადებს

29 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ნი­ის კლუბ "კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის" 23 წლის ქარ­თველ­მა მცველ­მა გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვილ­მა უე­ფას სა­კონ­ფე­რენ­ციო ლი­გის მატჩში "რეალ ბე­ტის­თან“ შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლის შვი­ლი ავა­დაა. კლუ­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის შვი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით გა­დის.

"კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი" ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გის და მის ოჯახს და­ეხ­მა­როს და მხა­რი და­უ­ჭი­როს. რა თქმა უნდა, ეს ასე­ვე ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა გი­ორ­გის, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა არ იყოს ვარ­ჯიშ­ზე ან თა­მა­შე­ბის დროს. ჩვენ მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს გი­ორ­გის­თან და ვუ­სურ­ვებთ მის ოჯახს ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს. ახლა გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, დრო და სივ­რცე სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს კლუბ­ში.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ მის გამ­ხნე­ვე­ბას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ. "ძა­ლი­ან რთუ­ლია რო­დე­საც საქ­მე ბავ­შვს შე­ე­ხე­ბა. იგი მგრძნო­ბი­ა­რე ბი­ჭია, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი. ჩვენ ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსგავ­სი რამ არა­სო­დეს გან­მიც­დია, ვცდი­ლობ, და­ვეხ­მა­რო".

მი­უ­ხე­და­ვად ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­სა, 23 წლის გო­ჩო­ლე­იშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თავ­ში გა­მო­ნა­ხა ძალა და 4 ნო­ემ­ბერს, "კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის­თვის" თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­ლა - "სილ­კე­ბორ­გის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩი 2:2 დას­რულ­და, რო­მელ­შიც გი­ორ­გი მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს.

მის მხარ­და­სა­ჭე­რად, "კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის ფა­ნებ­მა ტრი­ბუ­ნებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­ნე­რი გა­მო­ფი­ნეს, რომ­ლი­თაც გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვილ­სა და მის ოჯახს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დეს. "გა­მაგრდი, გი­ორ­გი, შენს ოჯახ­თან ერ­თად!“ - ეწე­რა პლა­კატ­ზე..

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 23 წლის მცვე­ლი ანა ოქ­რუ­აშ­ვილ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ა.წ. მარ­ტში პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი შე­ე­ძი­ნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა