თეგებით ძიება
17. 06. 2022 მსოფლიო

"დაწესებულმა სანქციებმა, რუსეთს ვერაფერი დააკლო" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შედგა და მათ მას ვერაფერი დააკლო.

"ეს არის სრულიად გიჟური და გაუაზრებელი სანქციები. მათ რაოდენობა და შექმნის სისწრაფე უპრეცედენტოა და ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია. გათვლა გასაგები - ერთი ხელის მოსმით რუსეთის ეკონიომიკის გასრესა ბიზნეს-ჯაჭვების გახლეჩის და ქვეყნის ბაზრიდან კომპანიების იძულებითი გასვლის გზით“ - განაცხადა პუტინმა. პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა უკვე სრულიად ნათელია, რომ ამან არ იმუშავა.

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ეკონომიკური სიტუაციის ნორმალიზებას. მოქალაქეებმა, მეწარმეებმა და ხელისუფლების ორგანოებმა საკმაოდ სინქრონულად იმუშავეს და მაღალი სამოქალაქო სულისკვეთება გამოავლინეს“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი ზარალი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან წელიწადში 400 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგი რუსეთის წინააღმდეგ ჩაიშალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა