თეგებით ძიება
18. 06. 2022 მსოფლიო

უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული საბჭოსგან დადებითი პასუხი მიიღოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპული საბჭოსგან დადებით პასუხს.


"უკრაინას ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დასაწყებად ერთი ნაბიჯი აშორებს. ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პასუხი გვაქვს, ეს ისტორიული შედეგია. ახლა მხოლოდ ევროპული საბჭოს მიერ მომდევნო კვირას გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ველოდებით. დარწმუნებული ვარ, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მიიღოს. უკრაინა ამ შედეგებს იმსახურებს, რადგან ჩვენი ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. მიუხედავად ომისა, უკრაინული ინსტიტუციები და დემოკრატია სიძლიერეს არ კარგავს. ევროპის გადაწყვეტილება არამხოლოდ დადებითი მოვლენა, არამედ მრავალწლიანი ევროპული ინვესტიციაა ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა