"არავითარი "ლოკდაუნები"! გვეყოს! 820 დღეზე მეტია, რაც COVID19 გამოცხადდა გლობალურ პანდემიად" - რა რეკომენდაციებით გამოდის გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს:
"820 დღეზე მეტია, რაც #COVID19 ოფიციალურად გამოცხადდა გლობალურ #პანდემიად, ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რაც გვჭირდება ამ პანდემიის დასასრულებლად!
არავითარი ლოკდაუნები! გვეყოს! გახსენი ფანჯრები. გააუმჯობესე #ვენტილაცია, რათა გაანიავო ჰაერში არსებული გადამდები #ვირუსი, რომელიც შესაძლოა ინფიცირებულმა ამოისუნთქოს. თუ ვენტილაციას ვერ აუმჯობესებ შენობაში მაშინ მაღალი ეფექტურობის ფილტრებს შეუძლიათ ამოიღონ #ვირუსები ჰაერის რეცირკულაციისას.
ატარეთ FFP2 ( სამედიცინო პირბადე - ეს არის ევროპული სტანდარტი), N95 (ეს ამერიკული სტანდარტი) ან სამედიცინო ფხაკაძეს ნიღბები.
აუცილებლად უნდა გაიზარდოს #ვაქცინაცია და ბუსტერები (ფაიზერით ან მოდერნით). გლობალური ვაქცინაციის დაფარვა უკვე თვეების განმავლობაში 67%-ზეა შეჩერებული და ბუსტერების დაფარვა კიდევ უფრო დაბალია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze