თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, დადებითად შევაფასო განცხადება, რომელიც დღეს პრემიერმა გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დადებითად აფასებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას და მიიჩნევს, რომ "ეს არის სწორი".

ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებას აქვს ის მიმართულება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

"მინდა მივმართო ხელისუფლებას და შევაფასო დადებითად ის განცხადება, რაც დღეს გაკეთდა პრემიერის სახით. ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა და მგონი, ესეც იქნება სწორედ შეფასებული. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგ პარტიულ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და არანაირად არ წარადგენდა ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს. მინდა ყველას გთხოვოთ, ვიყოთ სრულიად მობილიზებული, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ყველა დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება მოგვცემს ჩვენი შემდგომი განვითარების ახალ შანსს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება "ისტორიული გადაწყვეტილებაა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა