დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც საუკუნის წინ ქართველი ბოლშევიკები - კობახიძე ხელოვანი ადამიანების ბულინგზე
ბულინგი, რაც ხორციელდება ხელოვანი ხალხის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები.
„ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც სამწუხარო მოვლენაა. ეს არის გარედან თავსმოხვეული მოვლენა და ზუსტად ისევე მოგვახვიეს თავს ეს უმძიმესი იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ თავს მოგვახვიეს ბოლშევიზმი. ბოლშევიზმი და ლიბერალური ფაშიზმი არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც ერთი საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. თანამედროვე ლიბერალურ ფაშისტებსა და 100 წლის წინ მოქმედ ბოლშევიკებს შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.