თეგებით ძიება

სახელმწიფო არ ჩამოიშლება - სად არის კრიზისი? უნდათ წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება - მამუკა მდინარაძე სააკაშვილს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საჭიროა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.

"ტექნიკურ თუ დროებითი თანხმობის მთავრობაზე ლაპარაკი არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა. სად არის კრიზისი? უნდათ წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება. 2020 წელს რამდენიმე თვე იწვალეს, რომ კრიზისი წარმოეჩინათ, საბოლოო ჯამში ის ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც განიმუხტა, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას. სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა, „სასამართლოში არაფერი გაკეთებულა“ - ასე ისვრიან ფრაზებს და არც ცდილობენ დაამტკიცონ. 4 ტალღა გატარდა და თავადაც რომ ეთანხმებოდნენ ისეთ ცვლილებებზეა საუბარი. ყველაზე დიდი ბოროტებაა, რომ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობები გქონდეს სხვადასხვა გზით და ამას აკეთებდე საზოგადოების მოტყუების გზით. თავად ყველაზე უკეთ იციან, რომ ასოცირებულ ტრიოში და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს კი არა, ზოგ ევროპულ მეგობარ სახელმწიფოსაც რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ, ეს არის ძალიან საამაყო“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა