თეგებით ძიება

უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება - ვგულისხმობ, მთავრობის გაშვებას - მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე “შინ ევროპისკენ” მივიდა. როგორც ხაზარაძე ამბობს, დღევანდელი აქციის სახით ასეთი მნიშვნელოვანი დღე 9 აპრილის შემდეგ საქართველოს არ ჰქონია.


"დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილებას და თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც ექნება მოლდოვასა და უკრაინას, უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება - ვგულისხმობ, ამ მთავრობის გაშვებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობისთვის გადამწყვეტი მომენტი. თუ ეს მომენტი ხელიდან გავუშვით და ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება არ გამოიჩინა, რომ ჩვენ ვართ იმის ნაწილი, რისთვისაც თაობები ვისწრაფოდით და ახლა, უბრალოდ, “ქართულმა ოცნებამ” თავისი ტყუილებით მოახერხა, დაგვაკარგვინოს ეს არჩევანი, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მძიმე მდგომარეობა რბილი ნათქვამია, აღმოვჩნდებით პერსპექტივის, მეგობრის გარეშე. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ ევროპას”,- განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა