მე რუსული წარმომავლობის ფულს ხელს არ მოვკიდებდი - ელისაშვილი ხოშტარიაზე
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "დროას" ლიდერზე, ელენე ხოშტარიაზე გავრცელებულ კითხვებს უპასუხა, სადაც საუბარია, რომ ეს უკანასკნელი რუსეთიდან შემოსავლის წყაროდ ფულს იღებს, საუბარია ელენე ხოშტარიას მამაზე, რომელსაც მემკვიდრეობით ერიცხება თანხა.
"არავის ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ მე ასეთ ფულს, რუსული წარმომავლობის ფულს ხელს არ მოვკიდებდი. კითხვები არის იქ, როცა რაღაც არის დახურული და დამალული. ელენე ხოშტარიას ადგილას ყველაფერს ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რათა ამასთან დაკავშირებით დამატებითი მითქმა-მოთქმა არ ყოფილიყო.
რა ვქნა, ჩემი წინაპრები სულ მატარებლის გამცილებლები იყვნენ. არც სოლიკო ვირსალაძე იყო ჩემი წინაპარი და ჰონორარები არ დამრჩენია. მატარებელს გააცილებდნენ და გამოაცილებდნენ, ორივე პაპა ამით იყო დაკავებული. ერთი საერთოდ შეშას ჭრიდა ბორჯომის ხეობაში და აქ ჰყიდდა, არც მისგან დამრჩენია არაფერი", - განაცხადა ელისაშვილმა.