ძვირფასო ქართველებო, თქვენს გვერდით ვართ! ვიცი, იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული - პავილიონისის მიმართვა
ძვირფასო ქართველებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია, - ასე მიმართა ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილებს.
"გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის შემდეგ. გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვთ საგზაო რუკაც - 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. 6 თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ! ჩვენ თქვენთან ვართ!" - განაცხადა პავილიონისმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია -"წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ" საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.