თეგებით ძიება

წლებია ვიცი, რომ ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია - ანა ფოტიგა

წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას, - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას.

"შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები", - განაცხადა ფოტიგამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია -"წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ" საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა