ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით უსამართლოა - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრიმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც უკრინასა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, საქართველოს კი ჯერ კონკრეტული პირობების შესრულებისკენ მოუწოდა - უსამართლოა.
"უსამართლოა, მაგრამ გვესმის, და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია, ეკონომიკური, უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენ რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალინ კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება სტატუსი გარკვეული პირობებით", - თქვა ღარიბაშვილმა.