თეგებით ძიება

"ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ფული არ უშოვია საქართველოში, ამ ქვეყანას ახარჯავს" - ზარქუა

ქარული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოლიგარქი არაა.

"რაც შეეხება ბატონ ბიძინას, არასდროს ყოფილა ოლიგარქი და სულ ტყუილად ცდილობთ. ოლიგარქიის განმარტება უნდა ისწავლოთ - როდესაც გარკვეული საქმეებით ფულს იშოვი ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები იქ გაყიდა, ჩამოვიდა და ამ ქვეყანას ახარჯავს. ასე, რომ არ აგერიოთ.

მე მესმის, თქვენ არ მოგწონთ ჩემი პოზიცია, ფორმულას და მთავარ არხს როგორ შეიძლება მოეწონოს ჩემი პოზიცია, მაგრამ უნდა მათქმევინოთ სიმართლე", - განაცხადა დეპუტატმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა