თეგებით ძიება

საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ - ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გუშინ გამართული აქცია შეაფასა.

როგორც ბერძენიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, "საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული".

მისი თქმით, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას.

„ევროპული შეფასებით, რომელიც ყოველთვის 2-ზე უნდა გაამრავლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალჯაზირა“, „ფრანს პრესი“, „ ლე მონდი“, „ბიბისი“ - საერთსორისო მედია იუწყება, რომ საქართველოს ნება პროდასავლურობისა არის უწყვეტი და ეს მოახდენს გავლენას.

ევროპა გვეუბნება, თქვენი ადგილი ჩვენთან არის, თქვენ გაქვთ პერსპექტივა, კანდიდატობის ნამდვილი შანსი ექვს თქვეში, ამისთვის კი, საჭიროა, რომ მიხედოთ თქვენს მთავრობას. ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან იმით, თუ გასცემენ სანქციებს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მთელ ჩვენ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაანგრია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მოატყუა შარლ მიშელი, დახია მისი ხელშეკრულება, გადააგდო მთელი ქართველი ხალხი, მსოფლიო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალიან ურყევი ნება, 20 ივნისის აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რაც ისმოდა საქართველოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ეს არის მოთხოვნა იმისა, რომ „როგორღაც ჩამოაშოროთ ივანიშვილიო და როგორ გავაკეთებთ ამას, ეს გამოჩნდება იმის მიხედვით, იქ როგორ დაგვეხმარებიან. ჩვენ ამაში გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა