თეგებით ძიება

გუშინდელი აქცია არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც მთავრობის ჩამოგდება სურთ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად მიისწრაფიან ევროპისკენ - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიისწრაფიან ევროპისკენ.

"გუშინდელი აქცია არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიისწრაფის ევროპისკენ. იყო გარკვეული იმედგაცრუება, ვინაიდან ისინი იქ არ მისულან მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები და ისინი არ იყვნენ მოცული იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი აქცია გაიმართოს მშვიდობიან პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ის რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა საბოლოო გადაწყვეტილებამდე გავიაროთ მშვიდობიანად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე", - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა