თეგებით ძიება

რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ის, რაც გუშინ აქციიდან მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი.

"ვიტყვი იმას, რომ ის, რაც გუშინ გავიგონე, არის, ბევრი, ბევრი ჩვეულებრივი ქართველი, რომლებსაც სურთ, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა და სწორი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფაქტობრივი და რეალური წინსვლისთვის. ევროპულმა კომისიამ პარასკევს განაცხადა, რომ იხსნება ევროპული პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან აშკარა „დიახ“ ევროპული კომისიისგან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი,“– განაცხადა ელჩმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა