"სააკაშვილს მიაჩნია, რომ ქართველ ხალხში არის შესაბამისი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ხელში აიღოს საზოგადოებამ საკუთარი ბედი“ - შოთა თუთბერიძე
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.
"გუშინდელ აქციაზე ვისაუბრეთ ძალიან მოკლედ, ბუნებრივი, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ ფასის გადახდას, რასაც იხდის საქართველოს მთავრობის შეცდომებისთვის. თვლის, რომ ჩვენი ერთადერთი გზა, რომელიც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში არის მყარად არჩეული ევროპული ინტეგრაციის გზა და თვლის, რომ მთავრობა ამ გზაზე დაბრკოლებების შექმნას ცდილობს მიზანდასახულად და არა შემთხვევით.
მიაჩნია, რომ ქართველ ხალხში არის შესაბამისი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ხელში აიღოს საზოგადოებამ საკუთარი ბედი და თვლის, რომ ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივასაც მიხეილ სააკაშვილი მიესალმება, ეთანხმება ამ წერილსაც და მიხეილ სააკაშვილი მზად რის შეუერთდეს და იყოს ამ წერილის ადრესატების ნაწილი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.