თეგებით ძიება

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა, საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე წალეკავს - სალომე სამადაშვილი

"ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი 20 ივნისის აქციას გამოეხმაურა და პარლამენტიდან ხელისუფლებას მიმართა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს შეზღუდავს, მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას მხოლოდ დააჩქარებს.

“არჩევანი ქართველ ხალხზეა – ან ვირჩევთ ევროპას და ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. არავის ვურჩევ, რომ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ.

“ქართული ოცნებიდან” ყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას. ამიტომ, თქვენს ადგილზე ორჯერ დავფიქრდებოდი, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში.

გუშინ ქართველმა ხალხმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და ქუჩებში დააფიქსირა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე”, – განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა