თეგებით ძიება

"მადლობა მკაფიოდ გაცხადებული ეროვნული მიზნისა და ისტორიული მისიისთვის" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართვას ავრხელებს.

"გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი! ამდენი ადამიანი რუსთაველზე, პირადად მე, არასდროს მინახავს. მტერმაც და მოყვარემაც ნახა, რომ ქართველი ერი არც მომკვდარა და აღარც სძინავს! რაც მთავარია, ეს ვნახეთ ჩვენ და ვირწმუნეთ საკუთარი ძალების! სწორედ ასეთი დღეები ქმნიან ქვეყნის ისტორიას და განაპირობებს მის საუკეთესო მომავალს!

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციის ყველა ორგანიზატორს, პირველ რიგში, მოძრაობა „სირცხვილიას“ და ყველა სხვას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა აქციის ორგანიზებაში. ყველამ ერთად, შეძლეს და უშეცდომოდ გაიარეს ეს რთული გზა და უზრუნველყვეს გუშინდელი ისტორიული დღე.

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც სრულად იყო ჩართული აქციის საინფორმაციო კამპანიაში და მის სრულყოფილად გაშუქებაში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია პროდასავლური მედიის როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს, ვისი დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის დასავლური გზის და გადარჩენის უმნიშვნელოვანესი და, შესაძლოა, გადამწყვეტი წინაპირობაა.

რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ოპოზიციას, რომ დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქართველ ხალხსაც და მსოფლიოსაც გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ დიდი მიზნისთვის გაერთიანება ერთმანეთთანაც და საზოგადოებასთანაც და რომ ყბადაღებული პოლარიზაცია მხოლოდ „ქართული ოცნების“ არჩევანია.

და რაც მთავარია, რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით. მადლობა მკაფიოდ გაცხადებული ეროვნული მიზნისა და ისტორიული მისიისთვის - შინ ევროპისკენ! მადლობა მკაფიოდ გაცხადებული მზაობისთვის, ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე!

დიდება ერს!

საქართველო ივანიშვილის გარეშე!“, - აღნიშნულია ნიკა გვარამიას მიმართვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა