თეგებით ძიება

ივანიშვილია ოლიგარქი, აბა, მე რომ ოლიგარქი არ ვარ, ფაქტია - ჭყონია დეოლიგარქიზაციაზე

ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ BMG-სთან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წინაპირობებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუს დროს BMG-მ ბიზნესმენს კითხვა დეოლიგარქიზაციაზეც დაუსვა, რომელიც ევროკომისიამ სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ პირობად ჩაგვიწერა. "ვინ იგულისხმა ევროკომისიამ ოლიგარქში?" - "რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია ნაგულისხმევი, აბა, მე რომ ოლიგარქი არ ვარ და მაგის თავი არ მაქვს, ფაქტია", - ამბობს ბიზნესმენი და იქვე დასძენს, რომ მთავარია, დეოლიგარქიზაციაში ევროპა დარწმუნდეს, რადგან საქართველომ დავალება მისგან მიიღო.

"თუ ევროპა ირწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი არიან ოლიგარქები, კი ბატონო, პრობლემა არაა", - ხუმრობით თქვა ჭყონიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა