თეგებით ძიება

პუტინთან გავწყვიტეთ ურთიერთობაო და ახლა დედის გინებას ხომ არ დაიწყებდა? - მდინარაძე პრემიერზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრემიერის განცხადებაზე - "პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში" ამბობს, რომ ხელისუფლებას ვლადიმერ პუტინთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

"გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობაო და და ახლა დედის გინებას ხომ არ დაიწყებს? თქვენ გნებავდათ უფრო მკაფიო შეფასება, ვიდრე გაწყვეტილი ურთიერთობები? ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ასეთი პოზიციის დაფიქსირებაზე უფრო მკაფიო პასუხი არ არსებობს. ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და, ბოლო ბოლო, უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ რა გვინდა, ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი რუსეთის სასარგებლოდ თუ ევროპული სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და, ჩემი საქმე ეს არ არის, მაგრამ ასეთი კითხვები აღარ უნდა დავსვათ", - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა