თეგებით ძიება

პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და სთხოვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარი დაუჭირონ

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და სთხოვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარი დაუჭირონ.

ვიდეომიმართვებით სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის პრეზიდენტებს და ბელგიის, დანიის, შვედეთის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებს მიმართავს.

"ბატონო პრეზიდენტო, საქართველო და პოლონეთი იზიარებენ საერთო ტრაგიკულ წარსულს - ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსულს. მაშინ, როცა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს, როგორც ყოველთვის, აქვს პოლონეთის სოლიდარობის, მეგობრობის და ძმობის იმედი, რომ მხარს დაუჭერს ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზას". - ამბობს პრეზიდენტი ანჯეი დუდასადმი მიმართვაში.

"ბატონო პრეზიდენტო, გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეგობარი და პარტნიორი, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დაეხმარებით თავის ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში", - მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ფრანკ უოლტერ შტაინმაიერს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა