ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი - აშშ-ს საელჩო 20 ივნისის აქციას ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
“შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
20 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართა.