24 ივნისს აქციაზე, შეიძლება, მეც მივიდე - ირაკლი ზარქუა
"ქარული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
“ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, და ვიტყვით, მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ საქართველოს სახელმწიფოს საკადრისი. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა ზარქუამ.